---
title: "მუხლი 329. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/329"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "329"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 329. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 329 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/329

1. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ან რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ; ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ; გ) ჯგუფურად; დ) არაერთგზის; ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2185 - ვებგვერდი, 16.04.2014წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/328.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/329-1.md
