---
title: "მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/333-samsakhurebrivi-uplebamosilebis-gadameteba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "333"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 333 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/333-samsakhurebrivi-uplebamosilebis-gadameteba

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [გადამეტებული ძალის გამოყენება](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/gadametebuli-dzalis-gamoqeneba-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კორუფციული დანაშაულები (მუხლი 332-342) - დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/koruftsiuli-danashaulebi-mukhli-332-342-datsva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სამოხელეო დანაშაული და კორუფცია (მუხლი 332-342) - დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/samokheleo-danashauli-da-koruftsia-mukhli-332-342-datsva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/samsakhurebrivi-uflebamosilebis-borotad-gamoqeneba-mukhli-332-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გურანდა გრიგოლია](https://legal.ge/ka/specialists/guranda-grigolia-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [ნინო დარსაველიძე](https://legal.ge/ka/specialists/nino-darsavelidze-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ₾150
- [ნუგზარ მოსიძე](https://legal.ge/ka/specialists/nugzar-mosidze-ka) — ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი,  ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სალომე ოსეფაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/salome-osefashvili-ka) — ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/332-samsakhurebrivi-uplebamosilebis-borotad-gamoqeneba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/334-braldebulis-siskhlissamartlebrivi-pasukhismgeblobisagan.md
