---
title: "მუხლი 344³. ფიქციური ქორწინება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-3"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "344^3"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 344³. ფიქციური ქორწინება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 344³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-3

ფიქციური ქორწინების რეგისტრაცია ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

2. პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით და წერილობით აცნობებს ფიქციური ქორწინების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა დადგენას და მის ქმედებაში არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1806 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/345.md
