---
title: "მუხლი 348¹. ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა განზრახ არასწორად თარგმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/348-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "348^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 348¹. ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა განზრახ არასწორად თარგმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 348¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/348-1

ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: მოწმე, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობით განაცხადებს თავის მიერ ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5982 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.69

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/348.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/348-2.md
