---
title: "მუხლი 355¹. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული  საქმიანობის უკანონოდ განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "355^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 355¹. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული  საქმიანობის უკანონოდ განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 355¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-1

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა:

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება გულისხმობს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-2.md
