---
title: "მუხლი 355². საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "355^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 355². საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 355² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-2

1. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“  მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000  ლარის ოდენობით ან უამისოდ.

2. საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“  განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №400 – ვებგვერდი, 02.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-3.md
