---
title: "მუხლი 356. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/356"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "356"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 356. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 356 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/356

1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. წვევამდელის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1119 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/355-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/356-1.md
