---
title: "მუხლი 360¹. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/360-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "360^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 360¹. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 360¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/360-1

მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით  სამ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება იწყება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვისა და ამ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №725 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/360.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/361.md
