---
title: "მუხლი 363. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/363"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "363"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 363 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/363

1. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე . საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. კარი მეთორმეტე დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ თავი XLI დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/362.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/364.md
