---
title: "მუხლი 367. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის, სამართალწარმოების ანდა სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/367"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "367"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 367. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის, სამართალწარმოების ანდა სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 367 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/367

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილის, აღმასრულებლის, დაზარალებულის, მოწმის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის ანდა მისი ახლო ნათესავის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/366.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/367-1.md
