---
title: "მუხლი 380. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/380"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "380"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 380. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 380 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/380

იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-13 ნაწილითა და 39-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3999 - ვებგვერდი, 26.12.2023.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/379.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/380-1.md
