---
title: "მუხლი 381². მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "381^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 381². მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 381² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-2

1. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 13 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3971 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.435 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6059 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-3.md
