---
title: "მუხლი 381. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-ganachenis-an-skhva-sasamartlo-gadawqvetilebis"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "381"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 381. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 381 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-ganachenis-an-skhva-sasamartlo-gadawqvetilebis

1. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლის ან მოხელის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

2. ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან ხელს შეუშლის მის შესრულებას. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3649 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.297 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4377 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №163 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №991 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [ალიმენტის გადაუხდელობა / გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (მუხლი 381)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/alimentis-gadaukhdeloba-gadatsqvetilebis-sheusrulebloba-mukhli-381-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sasaqonlo-nishnis-martlsatsinaaghmdego-gamoqeneba-mukhli-196-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სახსრების მოპარვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sakhsrebis-moparva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [შემაკავებელი ორდერის დარღვევა (მუხლი 11¹ / 381¹)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/shemakavebeli-orderis-darghveva-mukhli-11-381-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ირაკლი ღლონტი](https://legal.ge/ka/specialists/irakli-ghlonti-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ₾300
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/380-1-utskhoelis-sakartvelodan-gadzevebis-shesakheb-sasamartlos.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/381-1-shemakavebeli-an-damtsavi-orderit-gatvaliswinebuli.md
