---
title: "მუხლი 388. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/388"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "388"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 388. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 388 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/388

1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. (ამოღებულია).

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა:

1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3536) .

2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3017 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.136 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2240 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/387.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/389.md
