---
title: "მუხლი 389. დეზერტირობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/389"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "389"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 389. დეზერტირობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 389 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/389

1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ანდა იმავე მიზნით მისი სამსახურში გამოუცხადებლობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით; ბ) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: სამხედრო მოსამსახურე ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/388.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/390.md
