---
title: "მუხლი 4. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/4-siskhlis-samartlis-kanonis-mokmedeba-sakartvelos-teritoriaze"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "4"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/4-siskhlis-samartlis-kanonis-mokmedeba-sakartvelos-teritoriaze

1. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე.

3. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ანდა ასეთი ხომალდის წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [დაცული ტერიტორიების დაარღვევა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/datsuli-teritoriebis-daarghveva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [გენოციდი (მუხლი 407) - დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/genotsidi-mukhli-407-datsva-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (მუხლი 408)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/danashauli-katsobriobis-tsinaaghmdeg-mukhli-408-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/istoriuli-memkvidreobis-datsva-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [ავთანდილ კუჭავა](https://legal.ge/ka/specialists/avtandil-kutchava-ka) — CEO; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [თორნიკე ჩიქოვანი](https://legal.ge/ka/specialists/tornike-chikovani-ka) — თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [მარიამ ჯორბენაძე](https://legal.ge/ka/specialists/mariam-jorbenadze-ka) — ადვოკატი  სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/3-siskhlis-samartlis-kanonis-ukudzala.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/5-siskhlissamartlebrivi-pasukhismgebloba-sazghvargaret.md
