---
title: "მუხლი 40. სასჯელის სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/40"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "40"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სასჯელის სახეები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/40

1. სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა; ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №944) ; ვ 1 ) შინაპატიმრობა; ვ 2 ) უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა; ი) ქონების ჩამორთმევა; კ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა; ლ) სამხედრო წოდების ჩამორთმევა.

2. იურიდიული პირის სასჯელის სახეები განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/41.md
