---
title: "მუხლი 412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/412-saertashoriso-humanitaruli-samartlis-normebis-ganzrakh"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "412"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 412 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/412-saertashoriso-humanitaruli-samartlis-normebis-ganzrakh

მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით, კერძოდ: ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება; ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება; გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-ganzrakh-mdzime-dazianeba-mukhli-117-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-ganzrakh-naklebad-mdzime-dazianeba-mukhli-118-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (მუხლი 408)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/danashauli-katsobriobis-tsinaaghmdeg-mukhli-408-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა (მუხლი 248)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sanitariul-epidemiologiuri-tsesis-darghveva-mukhli-248-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ნინო ლიპარტია](https://legal.ge/ka/specialists/nino-lipartia-ka) — სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი; კონსულტაცია: უფასო
- [ნინო ბაზიკოშვილი](https://legal.ge/ka/specialists/nino-bazikoshvili-ka) — იურისტი, კონსულტანტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/411-saertashoriso-humanitaruli-samartlis-normebis-ganzrakh.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/413-saertashoriso-humanitaruli-samartlis-normebis-skhva.md
