---
title: "მუხლი 412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/412"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "412"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 412 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/412

მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით, კერძოდ: ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება; ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება; გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/411.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/413.md
