---
title: "მუხლი 414. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/414"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "414"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 414. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 414 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/414

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1999 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“.

2. (ამოღებულია).

3. 2001 წლის პირველ იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი „სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის წესის შესახებ“.

4. (ამოღებულია).

5. მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად ამ სასჯელის მისი არასამუშაო ადგილას მოხდით (საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი), აღნიშნული სასჯელი შეეცვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ჯარიმამ არ შეიძლება გადაამეტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას.

6. მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახლება (პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), გასახლება (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), საზოგადოებრივი გაკიცხვა (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში გაგზავნა (23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ან მშობლის უფლების ჩამორთმევა (23-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), ნასამართლობის მოხსნით თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან.

7. (ამოღებულია).

8. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუ­ძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთო­ბლიო­ბის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსე­ბუ­ლი რედაქციის შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75 საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4785 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.166 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31 საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი №546 – ვებგვერდი, 08.05.2013წ. თავი XLIX დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/413.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/415.md
