---
title: "მუხლი 46. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/46"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "46"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/46

1. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად.

2. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით.

3. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არა უმეტეს ოცი პროცენტისა. ამ სასჯელის მოხდის დროს არ შეიძლება მსჯავრდებულის დაწინაურება თანამდებობაზე, მისთვის სამხედრო წოდების მომატება. სასჯელის ვადა მას არ ჩაეთვლება ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/47.md
