---
title: "მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/5-siskhlissamartlebrivi-pasukhismgebloba-sazghvargaret"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "5"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/5-siskhlissamartlebrivi-pasukhismgebloba-sazghvargaret

1. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

2. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით .

3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 223 1 , 223 2 , 223 3 , 223 4 , 338-ე, 339-ე ან 339 ​ 1 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

5. საზღვარგარეთ ამ კოდექსი თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს , რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე , 338-ე , 339-ე ან 339 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

6. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2152 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3158 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (მუხლი 138) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/seqsualuri-khasiatis-skhvagvari-qmedeba-mukhli-138-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [საბაჟო წესების დარღვევა (მუხლი 214) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sabazho-tsesebis-darghveva-mukhli-214-advokati-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (მუხლი 408)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/danashauli-katsobriobis-tsinaaghmdeg-mukhli-408-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სამშობლოს ღალატი (მუხლი 307) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/samshoblos-ghalati-mukhli-307-advokati-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [თორნიკე ჩიქოვანი](https://legal.ge/ka/specialists/tornike-chikovani-ka) — თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [მარიამ ჯორბენაძე](https://legal.ge/ka/specialists/mariam-jorbenadze-ka) — ადვოკატი  სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/4-siskhlis-samartlis-kanonis-mokmedeba-sakartvelos-teritoriaze.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/6-damnashavis-gadatsema-da-ekstraditsia.md
