---
title: "მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/59"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "59"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/59

1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანა­შაუ­ლისათვის.

2. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

3. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­ც­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეცი­დივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სა­ხით დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

4. ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სას­ჯე­ლი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუ­ძ­ღ­ვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაი­დინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირ­ველი გა­ნა­ჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ .

5. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო­ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა გა­ნა­ჩენ­ით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშ­ნუ­ლი სას­ჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნა­წილს.

6. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბო­ლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრ­დებუ­ლის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განა­ჩენთა ერთ­ო­ბ­ლი­ობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუ­ფლე­ბის აღკვე­თის ვადა არ უნდა აღე­მატებოდეს 35 წელს.

7. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღე­­მატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათ­ვა­ლი­სწინებულ მაქსიმალურ ზომას.

8. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მო­ცე­მული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქ­სი­მალურ ზომას . საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2644 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.34 საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი №546 – ვებგვერდი, 08.05.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/60.md
