---
title: "მუხლი 61. სასჯელთა შეჯამება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/61"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "61"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. სასჯელთა შეჯამება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/61

1. დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება: ა) შინაპატიმრობის ორი დღე; ბ) გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

2. ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შინაპატიმრობისთვის ან თავისუფლების აღკვეთისთვის მიმატების შემთხვევაში დამოუკიდებლად გამოიყენება. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 -ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/62.md
