---
title: "მუხლი 67¹. სამოქალაქო შეთანხმება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/67-1-samokalako-shetankhmeba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "67^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 67¹. სამოქალაქო შეთანხმება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 67¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/67-1-samokalako-shetankhmeba

1. პირობით მსჯავრდებულისათვის ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილ ში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც , თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობით მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე არ არსებობს ამ კოდექსის 67-ე მუხლის მე- 3 −მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ.

2. პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.

3. სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6252 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. კარი მეოთხე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება თავი XIII სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [პაროლის სმენები](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/parolis-smenebi-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/pirobit-vadamde-gatavisufleba-udo-advokati-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [პირობითი გათავისუფლების განცხადებები](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/pirobiti-gatavisuflebis-gantskhadebebi-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [პირობითი მსჯავრის (პრობაციის) გაუქმებისგან დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/pirobiti-msjavris-probatsiis-gauqmebisgan-datsva-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [მარიამ ჯორბენაძე](https://legal.ge/ka/specialists/mariam-jorbenadze-ka) — ადვოკატი  სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/67-pirobiti-msjavris-gaukmeba-an-gamosatsdeli-vadis-gagrdzeleba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/68-siskhlissamartlebrivi-pasukhismgeblobisagan-gatavisupleba.md
