---
title: "მუხლი 68. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/68"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "68"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 68 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/68

1. ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.

2. ის, ვინც ჩაიდინა სხვა კატეგორიის დანაშაული, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს გათვალისწინებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/67-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/69.md
