---
title: "მუხლი 70¹. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/70-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "70^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70¹. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 70¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/70-1

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3295 – სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.22

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/71.md
