---
title: "მუხლი 73¹. სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/73-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "73^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73¹. სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 73¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/73-1

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

3. მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 144 1 −144 3 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−139-ე, 141-ე და 253-ე−255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის კანონი №3813 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/74.md
