---
title: "მუხლი 79¹. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "79^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79¹. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის საფუძვლები — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 79¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-1

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) ნარკომანიით დაავადებულმა პირმა ჩაიდინა ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაესვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-2.md
