---
title: "მუხლი 79⁴. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის გამოყენების დროის ჩათვლა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-4"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "79^4"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79⁴. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის გამოყენების დროის ჩათვლა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 79⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-4

1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსების დრო ჩაითვლება ძირითადი სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: აღნიშნულ დაწესებულებაში ყოფნის ერთი დღე − თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ერთი დღე, შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებისას დამატებითი სასჯელი აითვლება ამ ღონისძიების დასრულების დღიდან. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/79-5.md
