---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/1"
law: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
article: "1"
identifier: "2349"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეფასება – სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრა; ბ) ექსპროპრიატორი – პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება; გ) ხარჯები – ექსპროპრიაციისას და სამართალწარმოებისას გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მიწის შეფასების ხარჯებსა და სხვა ხარჯებს; დ) ექსპროპრიაციის უფლება – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით; ე) ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით; ვ) კომპენსაცია – მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1054 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2762 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/2.md
