---
title: "მუხლი 3. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/3"
law: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
article: "3"
identifier: "2349"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/3

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.

2. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის  თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1054 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2762 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6977-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/4.md
