---
title: "მუხლი 4. ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/4"
law: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
article: "4"
identifier: "2349"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/4

1. ყველა მესაკუთრეს, რომ ე ლ თა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას.

2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/5.md
