---
title: "მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/5"
law: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "2349"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/5

1. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

2. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს განცხადებით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დასახელება; ბ) განმცხადებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი; გ) წარმომადგენლის სახელწოდება, სახელი, გვარი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს; დ) განმცხადებლის მოთხოვნა; ე) გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი აგებს თავის მოთხოვნას; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს; ზ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხა.

3. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს: ა) იმ პროექტის დეტალური აღწერა, რომლის განსახორციელებლად მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება; ბ) მინისტრის შესაბამისი ბრძანება; გ) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა; დ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/6.md
