---
title: "მუხლი 9. სასამართლოს მიერ ქონების შეფასება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/9"
law: "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ"
article: "9"
identifier: "2349"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სასამართლოს მიერ ქონების შეფასება — აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/9

სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16480-autsilebeli-sazogadoebrivi-sachiroebisatvis-sakutrebis-chamortmevis-we/10.md
