---
title: "მუხლი 4. ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობის სფერო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/4"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1649004"
adopted: "2012-04-24"
consolidated_as_of: "2012-05-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობის სფერო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2012-05-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/4

1. ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების (შემდგომ − ქართული რეფორმები) და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდება, ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოებში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფა, ქართული რეფორმებისა და ინოვაციების, როგორც ქართული ბრენდის, მსოფლიოში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა და, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, განვითარების საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანა.

2. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და განზოგადება, მათი საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოსთვის ტექნიკური, ფინანსური თუ სამაშველო დახმარების გაწევა, რაც ხელს შეუწყობს განვითარებადი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, აგრეთვე მათ მიერ კრიზისული სიტუაციების დაძლევას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/5.md
