---
title: "მუხლი 6. ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/6"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1649004"
adopted: "2012-04-24"
consolidated_as_of: "2012-05-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2012-05-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/6

1. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ორგანიზაციის თავმჯდომარე არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში. ორგანიზაციის თავმჯდომარეს იმავდროულად შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

3. ორგანიზაციის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს ორგანიზაციას; ბ) წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს (გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს) ორგანიზაციის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის სახსრებსა და ქონებას; ვ) ახორციელებს ორგანიზაციის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საქმიანობის სტრატეგიას განსაზღვრავს მმართველი საბჭო. მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/7.md
