---
title: "მუხლი 17. მტკიცების ტვირთი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/17"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "17"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მტკიცების ტვირთი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/17

1. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/18.md
