---
title: "მუხლი 21¹⁰⁴. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-104"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^104"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹⁰⁴. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹⁰⁴ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-104

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და მისთვის დართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება მოპასუხეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-103.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-105.md
