---
title: "მუხლი 21¹⁰⁷. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-107"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^107"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹⁰⁷. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹⁰⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-107

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს  განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-108.md
