---
title: "მუხლი 21¹¹². საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-112"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^112"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹¹². საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹¹² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-112

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თუ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში წარდგენილი არ იქნა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: ა) იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის დასახელებები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ბ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მიიღოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაცია; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმაციის აღწერა; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1746 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-113.md
