---
title: "მუხლი 21¹²⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-128"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^128"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹²⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹²⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-128

1. ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება/ბრძანება ძალაში შედის მისი აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

5. უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი VII 33 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI 1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-129.md
