---
title: "მუხლი 21¹³⁵. სასამართლოსთვის მიმართვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-135"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^135"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹³⁵. სასამართლოსთვის მიმართვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹³⁵ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-135

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება − უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი უშუალოდ სასამართლოში შეიტანება. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-134.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-136.md
