---
title: "მუხლი 21¹³⁷. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-137"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^137"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹³⁷. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹³⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-137

1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37 5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის) შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საქართველოს საპენსიო ფონდი) უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ შუამდგომლობით, თუ საქართველოს საპენსიო ფონდმა შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მოსთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-138.md
