---
title: "მუხლი 21¹³⁸. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-138"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^138"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹³⁸. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹³⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-138

საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებასაც ითხოვს საქართველოს საპენსიო ფონდი; ბ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომლისგანაც საქართველოს საპენსიო ფონდმა უნდა მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია; გ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღწერა; დ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების ფორმა და ვადა. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-139.md
