---
title: "მუხლი 21⁵². მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-52"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^52"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁵². მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁵² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-52

1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-53.md
