---
title: "მუხლი 21⁶¹. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-61"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^61"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁶¹. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁶¹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-61

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარდგენილ სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გარკვევას. ამ შუამდგომლობის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7180  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-62.md
