---
title: "მუხლი 21⁶². სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-62"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^62"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁶². სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁶² (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-62

1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48 საათში, ამ კოდექსის 21 ​61 მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი VII​ 16 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-63.md
