---
title: "მუხლი 21⁶⁷. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-67"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^67"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁶⁷. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁶⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-67

ამ კოდექსის 21 66 მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედებას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. თავი VII 18 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-68.md
