---
title: "მუხლი 21⁶⁹. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-69"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^69"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁶⁹. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁶⁹ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-69

1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

2. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც/რომლებიც უნდა შემოწმდეს/შემოწმდნენ, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-7.md
